"წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირში ვეუბნები"

  • 1tv.ge
  • 4 მარტი 17:24

ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების.

ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს, გიორგი გახარიამ ხაზარაძეს მუქარის შემცველი წერილი მისწერა.


"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები“, – განაცხადა შს მინისტრმა.


ამასთან, გახარიას თქმით, ის ყოველთის მზად არის პარლამენტში მისასვლელად.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge