ხაზარაძე შს მინისტრს მუქარაში ადანაშაულებს

  • 4 მარტი 14:25, 2019 წელი

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

როგორც ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯრტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წერილში გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა  


 


„არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავებათ, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, რომ თქვენ დაგვეხმაროთ, რომ ჩვენს გარშემო შეიქმნას სიმშვიდე  და გავაგრძელოთ ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებდით. ალბათ აზრი არ აქვს დაველოდო კომისიას.გეტვით, რომ წერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოწერილი, ბატონი გახარიასგან“,-განაცხადა ხაზარაძემ.


 


დეპუტატის კითხვაზე, შეგიძლიათ წერილი წაგვიკითხოთ, ან მედიას მაინც გადასცეთ, ხაზარაძე ამბობს, რომ „მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასური, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“.