წავკისი-თბილისის გზაზე ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 4 მარტი 10:22, 2019 წელი

წავკისი-თბილისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილები არიან 18, 20 და 23 წლის ბიჭები.


არსებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილით დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ. სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge