საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე ოთო ნემსაძე წარადგენს (ვიდეო)

  • 1tv.ge
  • 4 მარტი 10:10

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა.

მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.


ფინალური შოუსთვის შემოვიდა ხმათა რეკორდული რაოდენობა – 234 383 ხმა, რომლის 44,13 პროცენტი ოთო ნემსაძემ მიიღო.


მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge