ეროვნული ბანკის პოზიციის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში მივა

  • pia.ge
  • 26 თებერვალი 09:58, 2019 წელი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ფინანსთა კომიტეტების სხდომაზე დღეს "თიბისი" ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მივლენ.  

აღნიშნულის შესახებ მამუკა ხაზარაძემ გასულ კვირას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თანადებობა დატოვა.


რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის საკომიტეტო ფორმატში "ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვას მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს".


ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს".


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge