სომხეთში მთავრობის შენობა იწვის

  • pia.ge
  • 25 თებერვალი 10:10, 2019 წელი

ერევანში სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია, ადგილზე 6 საჯანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.


„მთავრობის შენობიდან #1 განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:03 საათზე შემოვიდა. ხანძარი მეორე კატეგორიის სირთულეს წარმოადგენს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.


დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge