პრემიერ-მინისტრი კოჯორში იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს

  • pia.ge
  • 25 თებერვალი 10:01, 2019 წელი

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 11:00 საათზე კოჯორში იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

მანამდე 10.00 საათზე, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე შეამკობს.


საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.


ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.


1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge