1-ლი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 31 იანვარი 21:27

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღის ჩანაფიქრი შესაძლოა, მალევე განახორციელოთ. ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომელზეც სრული წარმოდგენა არ გაქვთ. ემოციური აღმაფრენა გელით. შესაძლოა, საკუთარი ნიჭისა და საქმიანი უნარის გამოვლენის საშუალება მოგეცეთ.


კურო
საკუთარი აქტიურობისა და მონდომების წყალობით შესაძლოა, მომგებიანი შეკვეთა ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის წინადადება მიიღოთ. გირჩევთ, ყველაფერი კარგად და დეტალურად გაიაზროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წარმატების მიღწევა ისეთი ადვილი არ იქნება, როგორც გეჩვენებათ. მოულოდნელი წინააღმდეგობა ჩანაფიქრის განხორციელებას განუსაზღვრელი დროით გადადებს.


ტყუპები
მძიმე დღეა. არსებობს მტანჯველი თავის ტკივილის, მოწამვლისა და ხანძრის რისკი. ერიდეთ კბილის ამოღებას, ქათმის ხორცის ჭამას და ჭურჭლის გატეხას. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ სარისკო ოპერაციებში, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დანაკარგი გელით.


კირჩხიბი
ეს დღე უფროსების მიმართ მორჩილებასა და პატივისცემას განასახიერებს. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ ბავშვებს - ეს ცუდად დამთავრდება. თუ ბავშვებთან ურთიერთობაში რაღაც შეგეშალათ, ბოდიში უნდა მოიხადოთ. ამით არაფერი დაგაკლდებათ, სამაგიეროდ, ოჯახში სიმშვიდესა და სიმყუდროვეს შეინარჩუნებთ. ერიდეთ ღალატს და „გვერდით“ სექსუალურ კავშირს.


ლომი
ემოციური აღმაფრენის დღეა. გირჩევთ, მშვიდობისმყოფელის როლის მორგებისგან თავი შეიკავოთ და უარი თქვათ საქმეზე, რომელშიც კარგად არ ერკვევით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტყუილი ან ეჭვიანობა. ეცადეთ, იგივეთი არ გადაუხადოთ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა ფინანსური წარმატებისთვის. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან და ნუ დაელოდებით სხვების დახმარებას. ეცადეთ, ყველაფერი თავად გააკეთოთ. შესაძლოა, დღეს მიაღწიოთ შეთანხმებას, რომელზეც ადრე ვერც იოცნებებდით. მეგობრები და კოლეგები თქვენს მიღწევას ღირსეულად დააფასებენ.


სასწორი
მძიმე დღეა. მოსალოდნელია უბედური შემთხვევა, ავადმყოფობა, ტრავმა ან ფინანსური დანაკარგი. გირჩევთ, აქტიური ქმედებისგან თავი შეიკავოთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. ერიდეთ ურთიერთობას თუნდაც ძალიან საჭირო ადამიანებთან. მით უფრო, თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან. ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება მხოლოდ თქვენი დიდსულოვნების წყალობით იქნება შესაძლებელი.


მორიელი
პასიური დღეა. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ცოტა შეიცადეთ. ნუ გახდებით ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული. მცირეოდენი უსიამოვნებების მიუხედავად, თავს შესანიშნავად გრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ფსიქოლოგიური დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ.


მშვილდოსანი
ეცადეთ, კარგად გაერკვეთ საკუთარ ფიქრებში, გრძნობებსა და ქმედებებში, რადგან ბედის მოულოდნელი და არასასიამოვნო შემობრუნებისთვის მზად იყოთ. გირჩევთ, ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღოთ, რადგან ნებისმიერი რჩევა სავალალო შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემები - ნერვიული აშლილობა ან მსუბუქი ტრავმა. ერიდეთ სპირტიან სასმელსა და ცეცხლს.


თხის რქა
შემოქმედებითი პროფესიის მამაკაცებს წარმატება ელით. სწრაფი რეაქცია, რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი და ინტუიცია დაგეხმარებათ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა შექმნათ. ქალებს პირად ცხოვრებაში პატარა პრობლემები ელით.


მერწყული
ეს დღე ფიზიკურ დატვირთვას, ინფორმაციის მიღებასა და სიყვარულის მოპოვებას უკავშირდება. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების მეთოდს მიაგნოთ ან მოღვაწეობის სფერო შეიცვალოთ. ახალი იდეებისა და ახალი სტრატეგიის დახმარებით საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებთ. თქვენი მომხიბვლელობა და თავდაჯერებულობა პარტნიორებს თქვენთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს.


თევზები
ხელსაყრელი დღეა მეცნიერებისა და ხელობის შესწავლისა და მიზნის მიღწევისთვის. ამ დღის საფრთხე თქვენს სიჯიუტესა და არაკეთილგონიერებაში მდგომარეობს.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge