საბერძნეთში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

  • pia.ge
  • 28 იანვარი 12:22, 2019 წელი

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

Associated Press-ის ინფორმაციით, 250-მდე შეკრებილი ნაციონალისტი საბერძნეთსა  და მაკედონიას შორის მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებდა.


აქციის მონაწილეები საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ, სადაც საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი იმყოფებოდა.


აქციის მონაწილეებმა საკონცერტო დარბაზთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.


დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს ქვები ესროლა, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.


პოლიციის ცნობით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.


პრეზიდენტმა საკონცერტო დარბაზი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.


25 იანვარს საბერძნეთს პარლამენტმა შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვით, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება.


საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეზობლის სახელწოდებაში სიტყვა


„მაკედონია“ საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს, რადგან ეს ბერძნული პროვინციის სახელწოდებაა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge