იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს

  • pia.ge
  • 23 იანვარი 11:08, 2019 წელი

იტალიის, ქალაქ ნაპოლში საქართველოს მოქალაქე თამარ მოდებაძე, სავარაუდოდ მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, თამარ მოდებაძე საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები იპოვეს.


 როგორც „პირველს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „საკონსულოს აქვს კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახთან, უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა“.  


თამარ მოდებაძე თანამედროვე ქართველი მხატვარი იყო. მისი ნახატები არაერთხელ გამხდარა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები" ჰქვია.


თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა "მისტიკური მზერა" დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და "საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია" შეტანილი.


თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.


2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს – "მღელვარე ზღვა" და "ხუთი განზომილება" ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge