"ასტროლოგია არის ბოროტი სიცრუე და ადამიანის მტრობა "- დეკანოზი თამაზ ლომიძე

  • facebook.com
  • 22 იანვარი 12:27

მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ თამაზ ლომიძის თქმით, ასტროლოგია არის ბოროტი სიცრუე და ადამიანის მტრობა.

ამით დეკანოზი ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "გაზთან დაკავშირებული მსხვერპლი, შემთხვევითი არ არის".

"აი, ნათელი მაგალითი, რატომაა ცოდვა და მავნებლობა ასტროლოგია. იმის მაგივრად, რომ გამოვფხიზლდეთ, დავინახოთ და გამოვასწოროთ ამ უბედურების მთავარი მიზეზი, კიდევ ტვინს ურევს ხალხს, რომ თურმე რაღაც ვარსკვლავების, აგრესიული ვერძის და ზოდიაქოების ბრალი ყოფილა მომხდარი. ასტროლოგია არის ბოროტი სიცრუე და ადამიანის მტრობა.

არც კი ვკარგავ დროს იმაზე ფიქრში, ერთი ადამიანი რომ გადაურჩა ავიაკატასტროფას ღვთის ნება იყო თუ არა, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანებს რა შეგვეშალა რომ ეს კატასტროფა მოხდა. ღვთის ნება რა არის ზუსტად ვიცით - სახარებაში გვიწერია ყველაფერი. ყველა ასტროლოგია სიცრუეა - ცაგარელიზმიც და სხვაც. რა მნიშვნელობა აქვს შავი კატის ზემოქმედების გწამს თუ კოსმოსში მყოფი სხეულების?!", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com