ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან

  • newpost.ge
  • 21 იანვარი 17:30

ბრიტანული ტაბლოიდის The Sun -ის წყაროები იტყობინებიან, რომ მსახიობი ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან, ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკლავი და ოსკაროსანი მსახიობი ერთმანეთს შარლიზ ტერონის ქმარმა შონ პენმა გააცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი ურთიერთობა საშოაბაო დღესასწაულებზე დაიწყო და ეს გახდა პირველი სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ გააბა. 2018 წლის დეკემბერში ტერონის ბრედ პიტს ლოს ფელისში მდებარე სახლში სტუმრობდა, თუმცა ტერონს ჯერ არ გაუცნია ბრედ პიტის 6 შვილი.


წყვილთან დაახლოებულმა წყარომ The Sun-ს მოუყვა, რომ ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი დიდი ხნის განმავლობაშ მეგობრობდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც ორივე თავისუფალია, მათმა ურთიერთობამ სხვა განვითარება ჰპოვა. „ისინი ხშირად ხვდებიან უკვე ერთი თვეა“- აცხადებს წყარო.


55 წლის ბრედის და 43 წლის შარლიზის ცხოვრებაში იყვნენ ჰოლივუდის სოუპერვარსკვლავები. გასულ კვირას, 12 იანვარს, წყვილი ერთად შენიშნეს, როდესაც ისინი კინოფილმის ნახვის შემდეგ დროს ერთად ატარებდნენ.თვითმხილველი აცხადებდა, რომ ორივე მსახიობი ნამდვილად ბედნიერად გამოიყურებოდა, ბევრს იცინოდნენ და ერთმანეთს ეხებოდნენ. შარლიზ ტერონი კოქტეილს, ბრედ პიტი კი მინერალურ წყალს სვამდა.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge