დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

  • pia.ge
  • 20 იანვარი 11:03, 2019 წელი

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. 

ცხედრები გუშინ ქაშუეთის ეკლესიაში მიასვენეს.


ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


შეგახსენებთ, 16 იანვარს გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.


ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე "ყაზტრანსგაზის“ ორ თანამშრომელს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ.


დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge