ომის ვეტერანს პენსია წაართვეს და უმოწყალოს სცემეს  

  • primetimenews.ge
  • 17 იანვარი 19:43

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ სამამულო ომის ვეტერანი, სერგო მირზოიანი დააყაჩაღეს. წაიღეს პენსია, საოჯახო ნივთები და ასევე გაკოჭილი უმოწყალოდ სცემეს.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


უწყებაში ადასტურებენ, რომ მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge