საქართველოში გლოვის დღეა

  • pia.ge
  • 17 იანვარი 09:44, 2019 წელი

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპული 4 ადამიანის გარდაცვალების გამო, საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

შესაბამისი გადაწყევტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.


გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.


დიღომში ცხრა სართულიანი შენობის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი 4 წლის ბავშვი მოგვიანებით საავამდყოფოში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა,რომელთაგან 6 ბავშვია.


 


თბილისში დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება 16 იანვარს მოხდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge