ბათუმში ძლიერი ქარის დროს ორი ადამიანი დაშავდა

  • pia.ge
  • 16 იანვარი 13:04, 2019 წელი

ბათუმში, ძლიერი ქარის დროს ხახულის მეორე ჩიხში მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებით ერთი მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.


52 წლის კაცს ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსების განმარტებით პაციენტს დაზიანებული აქვს მალები.


გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი მცენარეები - ბათუმში ძლიერი ქარია


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge