ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს

  • 1tv.ge
  • 14 იანვარი 17:11

მცხეთაში, ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი" მაუწყებელი ავრცელებს. 

როგორც პირველ არხს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგიტა კაპანაძემ განაცხადა, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს.


„დღეს მონასტერი დაკეტილია, რაც ალბათ მეექვსე საუკუნის მერე არ მომხდარა. საქმის კურსში ჩავაყენე საპატრიარქო, სადაც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ და მიპასუხეს, რომ საკითხში გაერკვევიან. მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა,“ – აცხადებს გოგიტა კაპანაძე.


მისივე თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მამა კონსტანტინეს მოთხოვნაა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge