რუსეთში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

  • pia.ge
  • 14 იანვარი 09:45, 2019 წელი

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ხაბაროვის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

 

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.


ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად სახლის მე-8 და მე-9 სართულები ჩამოინგრა.


მაშველებმა ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხუთი დაშავებულია.


არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.


მაშველებმა შენობიდან 140 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.


ასევე ნანგრევებიდან 2 წლის ბავშვი და მისი დედა ამოიყვანეს, თუმცა ნანგრევებში, სავარაუდოდ, 6 ადამიანი იმყოფება.


რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 2018 წლის 31 დეკემბერს გაზის გაჟონვის შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.


 


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge