თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გადაარჩინა

  • pia.ge
  • 10 იანვარი 17:49, 2019 წელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა.

"თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე ზვავი მოწყდა, რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და სრიალებდნენ გაუკვალავ თოვლში, მოულოდნელად მოყვნენ სტიქიის ზონაში. თეთნუდლის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მომხდარზე, რამდენიმე წუთში შეძლეს ზვავში ჩამარხული რუსი მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში.


ამასთან, კომპანია დამსვენებლებს მოუწოდებს, უსაფრთოხების მიზნით, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge