თბილისის ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდა

  • pia.ge
  • 9 იანვარი 16:42, 2019 წელი

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება. ამის შესახებ ,,პირველს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

,,აღნიშნული გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.  


სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადაიდო სკოლებშიც.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge