ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს

  • pia.ge
  • 21 დეკემბერი 10:20, 2018 წელი

ამერიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს.


„ადმინისტრაცია ავღანეთში ჯარის შემცირების საკითხს განიხილავს. შემცირება, შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიწყოს“,-განაცხადა გამოცემის წყარომ.


ამჟამად, ავღანეთში 14 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.


ავღანეთში ამერიკელი სამხედროები 2001 წლიდან ატარებენ სამხედრო ოპერაციას.


19 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ამერიკამ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, აღნიშნულ პროცესს 60-100 დღმდე დასჭირდება. ჯარის გაყვანის მიზეზად "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება დასახელდა.


თუმცა, როგორც 20 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა,დროა, „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთი, ირანი და სირია ებრძოლონ. მისი თქმით, "სურს თუ არა ამერიკას ახლო აღმოსავლეთში იყოს პოლიციელი და სანაცვლოდ არაფერი მიიღოს, მაგრამ დაკარგოს ადამიანების ძვირადღირებული სიცოცხლე და დახარჯოს ტრილიონობით დოლარი მათთვის ვინც ამ ხარჯს არ დააფასებს? გვსურს თუ არა ჩვენ იქ ყოფნა სამუდამოდ?ახლა სხვების დროა, რათა საბოლოოდ იბრძოლონ".


20 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ტრამპს დაეთანხმა იმაში, რომ "ისლამური სახელწმიფო"დამარცხებულია.


ამასთან, ამერიკელი სენატორები ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სირიიდან ჯარის გაყვანით, ირანი და რუსეთი რეგიონში გაძლიერდებიან, რაც ამერიკის უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge