11 თვეში მსოფლიოში 80 ჟურნალისტი მოკლეს

  • pia.ge
  • 18 დეკემბერი 13:03, 2018 წელი

1–ლი იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე მსოფლიოში სულ მცირე 80 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

ამის შესახებ უბლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პრესის თავისუფლებას ეხება. ორგანიზაციამ ანგარიში სამშაბათს, 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.


ჟურნალისტების მკვლელობების ნახევარზე მეტი 5 ქვეყანაზე მოდის: ავღანეთი (15 ჟურნალისტი), სირია (11 ჟურნალისტი), მექსიკა (9 ჟურნალისტი), იემენი (8 დურნალისტი) და ინდოეთი (6 ჟურნალისტი). გამოცემის Capital Gazette რედაქციაზე ივნისში მომხდარმა თავდასხმას 6 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის პრეს–რელიზში.


მექსიკა ერთადერთი ქვეყანაა ჟურნალისტების მკვლელობის მაღალი მაჩვენებლით, რომელშიც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ზონებში 2018 წლის 11 თვის განმავლობაში სულ 44 ჟურნალისტი დაიღუპა.


სამოქალაქო ჟურნალისტიკის წარმომადგენელთა მკვლელობების სატატისტიკა საანალიზო პერიოდში, 2017 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 7–დან 13–მდე გაიზარდა, აღნიშნულია ანგარიშში.


გარდა ამისა, დღეს მსოფლიოში 348 ჟურნალისტია დაპატიმრებული. მათგან ნახევარი 5 ქვეყანაში იხდის სასჯელს: ჩინეთში, ეგვიპტეში, თურქეთში, ირანში და საუდის არაბეთში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge