ქუთაისი-მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 17 დეკემბერი 22:58, 2018 წელი

ქუთაისი-მილანის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ  „პირველს“   საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი შემთხვევის გამო ბელგრადში დასვეს.


„ქალბატონი გზაში, ჰაერში  გახდა ცუდად, ამიტომ თვითმფრინავი დასვეს ბელგრადში. ქალი საქართველოს მოქალაქე იყო“,- უთხრეს „პირველს“ აეროპორტების გაერთიანებაში.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge