სერგეი ლავროვი: საქართველო და NATO აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხვირს ვერ შეყოფენ

  • pia.ge
  • 17 დეკემბერი 16:17, 2018 წელი

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა რადიო „კომსომოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოსა და NATO-ს აგრესიას.

ასეთი განცხადება ლავროვმა NATO-საქართველოს შორის სამხედრო–პოლიტიკური თანამშრომლობის შეფასებისას გააკეთა.



„დარწმუნებული ვარ, ისინი თავისი ბატალიონებით ვერასოდეს შეყოფენ ცხვირს იქ. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ხელშეკრულება გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ აგრესორებს ჩვენს მოკავშწირეებზე თავდასხმის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა ლავროვმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge