11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 10 დეკემბერი 21:08, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ჯერ კიდევ არსებობს ქრონიკული დაავადების გამწვავების რისკი, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ. მოსალოდნელია მეზობლებთან და მეგობრებთან კონფლიქტი, რაც ხასიათს გაგიფუჭებთ. ეცადეთ, ჯავრი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ.


კურო
მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი. გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ და უნდობლობამ შეიძლება თავად დაგაზარალოთ. ეცადეთ, უფრო მომთმენი და კეთილგანწყობილი იყოთ.


ტყუპები
შინაგანი თავისუფლებითა და სიცოცხლით ტკბობის დღეა. ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა, ცოლქმრული ურთიერთობა და მხიარულება. თუ მეგობრებმა ან ნათესავებმა თქვენთან სტუმრობა გადაწყვიტეს, თავაზიანად დასთანხმდით. ეს ურთიერთობა უამრავ სიხარულს მოგანიჭებთ. გახსოვდეთ, სიზმარში მფრინავი პეპელა უსიამოვნებებს ნიშნავს, ხოლო დაჭერილი წარმატებისა და სიყვარულის მომასწავებელია.


კირჩხიბი
გაითვალისწინეთ, რომ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობამ შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ. კარგი განწყობის დაბრუნებაში მხოლოდ იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. კარგი დასვენება და სრულფასოვანი გამოძინება ენერგიითა და ოპტიმიზმით აგავსებთ.


ლომი
ვარსკვლავების განლაგება კვლავინდებურად არახელსაყრელია. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვის, წყლის პროცედურებისა და გაუმართლებელი რისკისგან. გირჩევთ, წყენა და ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. საზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის, ახლობელი ადამიანების მოთმინებასაც.


ქალწული
ყველა გარემოება ხელს უწყობს თქვენი ავტორიტეტისა და პოპულარობის ზრდას. თქვენი მოსაზრება უყურადღებოდ არ დარჩება, ვისაც მისი გაგება სურს. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და რომანტიკული ურთიერთობისთვის. ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა.


სასწორი
კრიტიკული დღეა, რომელიც სიცრუეს, ილუზიებსა და კონფლიქტებს უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. თავი შეიკავეთ ფიზიკური და გონებრივი გადაღლისგან, რადგან მოსალოდნელია ტრავმები, ნერვიული აშლილობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. კარგი დასვენება და გამოძინება ენერგიასა და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.


მორიელი
მშვენიერი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის. გამორიცხული არაა ისეთი სასიამოვნო მოულოდნელობა, როგორიცაა ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა, ნათესავების სტუმრობა და პატარა ოჯახური წვეულება. უახლოეს მომავალში ფინანსური მდგომარეობის გართულებასა და ნეგატიური ტენდენციების გაძლიერებას უნდა ელოდოთ.


მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსანი ქალების პირადი ცხოვრება საინტერესო მოვლენებითაა სავსე. თქვენს თვისებებსა და ღირსებებს თაყვანისმცემლები სათანადოდ შეაფასებენ. სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობები უამრავ სიხარულს მოგიტანთ და კმაყოფილების გრძნობით აგავსებთ. გამორიცხული არაა, რომ ბავშვების ან ნათესავების ინტერესებმა თქვენგან მეტი ყურადღება მოითხოვონ. მშვილდოსან მამაკაცებს ვურჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობას მოერიდონ, რადგან ამ დღეს ნებისმიერი ინიციატივა წარუმატებლობისთვისაა განწირული.


თხის რქა
შინაგანი თავისუფლებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თხის რქა ქალებს საშუალებას მისცემს, მოვლენებს ახლებურად შეხედონ. თხის რქა მამაკაცების პოპულარობა და ავტორიტეტი იზრდება. მათი მოსაზრება უყურადღებოდ არ დარჩება. სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით.


მერწყული
არახელსაყრელი დღეა. რაღაც გამუდმებით გიშლით ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწიოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს, რომელიც გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი და აგრესიული ადამიანებისგან.


თევზები
მომავლის დაგეგმვის დღეა. თევზებს მომავლის ხედვის უნარი და ინტუიცია უჩვეულოდ გამახვილებული აქვთ. შეცდომები რომ არ გაიმეოროთ, გირჩევთ, წარსულის გაკვეთილები გაიხსენოთ და განვლილი გზა შეაფასოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო მოულოდნელობა და ახლობელი ადამიანების ეგოიზმი. ნუ დაივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. მოსალოდნელია ინფექციური დაავადება.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge