სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა 3 დეკემბერს შედგება

  • pia.ge
  • 3 დეკემბერი 10:02, 2018 წელი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ორშაბათს, 3 დეკემბერს შედგება.

ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, საუბარი შეეხება, როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.


საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.


პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge