ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

  • pia.ge
  • 29 ნოემბერი 15:07, 2018 წელი

ბორჯომის შემოსასვლელში, ვაშლოვანის დასახლებასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ღობეს შეეჯახა.


ავტომობილში ორი ადამიანი იჯდა, ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.


გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge