სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ოპოზიცია აღიარებს არჩევნების შედეგებს

  • pia.ge
  • 29 ნოემბერი 14:26, 2018 წელი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტობის პირველ დღეს ის უკვე შეხვდა პატრიარქსა და სინოდის წევრებს.

 „მეც მაქვს შინაგანი  შეგრძნება, რომ უკვე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. შევხვდი პატრიარქს და სინოდის წევრებს, ჩემთვის ეს ნამდვილად იყო პრეზიდენტობის პირველი დღე. მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ეს ძალიან პრინციპული  და მშვიდობიანი  არჩევანი. არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდობიანად. მოსახლეობის აქტიურობამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობა პოლიტიკურად არის მომწიფებული. არავის აღარ უნდა დაპირისპირება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე  ოპოზიცია აღიარებს არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ  ნამდვილი დემოკრატია ამაზე არის დაფუძნებული და ამას ველოდები პირველ რიგში“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე მიულოცეს თუ არა მას საერთაშორისო  ლიდერებმა არჩევნებში გამარჯვება, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ლიეტუვას პრეზიდენტმა უკვე მიულოცა.


ზურაბიშვილის თქმით, ის მილოცვას საფრანგეთის პრეზიდენტისგან  ელოდება.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge