ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო

  • pia.ge
  • 28 ნოემბერი 22:09, 2018 წელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო. 

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.


„საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად.


კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო  ერთი მილიონ  975 ათას  845 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56, 23%-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში  72,72 მეასედი %, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში 43,12  %. რაც თბილისს, საღამოს რვა საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55, 9%.


ამომრჩეველთა აქტივობამ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში საღამოს 8 საათისათვის შეადგინა 46, 74% რაც რაოდენობრივად იყო მილიონ 637 956 ამომრჩეველი.


აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეობა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ძირითადად კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდ და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge