23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 22 ნოემბერი 21:03, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
შინაგანი თავისუფლებისა და სიცოცხლით ტკბობის დღეა. ხალისიანი განწყობა და იუმორი ოჯახში ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და სეირნობისთვის.



კურო
ოპტიმიზმი გიბრუნდებათ და ემოციური განახლების პერიოდი იწყება. თქვენი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი გადამდებია და ადამიანებს თქვენთან თანამშრომლობისთვის განაწყობს. ყველაფრის მიუხედავად, წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ - ნუ დასახავთ გრძელვადიან გეგმებს და დახმარების თხოვნას უარით ნუ უპასუხებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ.



ტყუპები
შესანიშნავი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, საჩუქარი ან წარმატებული შოპინგი. შესაძლოა, ხელსაყრელი სამსახური შემოგთავაზონ. შეთავაზება აუცილებლად მიიღეთ, რადგან კარგ შემოსავალს მოგიტანთ.



კირჩხიბი
ეს დღე სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში ჩაივლის. თავს მშვიდად და გაწონასწორებულად გრძნობთ. ნუ დასახავთ შორსმიმავალ გეგმებს და ნუ ეტყვით უარს დახმარების მთხოვნელ ადამიანებს. მამაკაცებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ქალებს. სულ ერთია, ეს ცოლი იქნება, დედა და თუ შვილი. საღამოს შეიძლება უკმაყოფილება და იმედგაცრუება იგრძნოთ.



ლომი
შესანიშნავი დღეა პოზიტიური ცვლილებებისთვის სამსახურებრივ მდგომარეობაში. შეგიძლიათ, თამამად მიმართოთ უფროსს, სახელმწიფო დაწესებულებებს ან სამართალდამცავ სტრუქტურებს. თქვენი კომუნიკაბელურობა საშუალებას მოგცემთ, მაღალ შედეგებს მიაღწიოთ, თუმცა გლობალურ ამოცანებს ნუ დაისახავთ: რთული საქმეების ერთ დღეში მოგვარება შეუძლებელია.



ქალწული
ამ დღის დევიზია - სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ერთმანეთს სიყვარულითა და ენერგიით დამუხტავთ, რაც ორივეზე სასიკეთოდ აისახება. ოჯახში ურთიერთობები თანდათან დალაგდება, რაც კვირის დასაწყისში თქვენს შრომისუნარიანობაზეც აისახება.



სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. მთელი დღე საქმით ხართ დაკავებული. შესაძლოა, სახლის კეთილმოწყობას შეუდგეთ. არც ისაა გამორიცხული, ფინანსურ ოპერაციებში წარმატებას მიაღწიოთ. უარი თქვით გრძელვადიან გეგმებზე და აუცილებლად დაეხმარეთ ყველას, ვინც დახმარებას გთხოვთ.



მორიელი
მშვიდი და პასიური დღეა. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება ახლობელ ადამიანთან კამათი გახდეს. შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი დროის დახარჯვა მოგიწიოთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებზე. თანდაყოლილი სიბრძნე და პატიოსნება დაგეხმარებათ ურთულეს ურთიერთობებში. კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდება.



მშვილდოსანი
თანდაყოლილმა ცნობისმოყვარეობამ, ახლისკენ სწრაფვამ და ცვლილებების სურვილმა შეიძლება რაღაც სარისკო ნაბიჯზე ან აშკარა ავანტიურაზე გიბიძგოთ. საბოლოოდ, ფინანსური ზარალი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. დაბრკოლებები ან პარტნიორების უწესო ქცევა ძალიან გაღიზიანებთ, ხოლო ახლობელი ადამიანებისგან გაგებისა და მხარდაჭერის დეფიციტს გაცოფებამდე მიჰყავხართ. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი წყენის პატიებაა.



თხის რქა
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და სექსუალურობა განუზომლად მაღალია. მამაკაც თხის რქებს წარმატება ელით, თუ გლობალურ პრობლემებს არ შეეჭიდებიან და სამყაროს შეცვლას არ მოინდომებენ. საკუთარ ძალებს გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ. ქალ თხის რქებს ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნათ.



მერწყული
სულიერი გარდაქმნისა და განახლების დღეა. შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი მოვლენები ზუსტად ამოიცნოთ. როგორღაც შეძლებთ, რომ ზუსტად იპოვოთ მეგობრის პრობლემიდან გამოსავალი.



თევზები
წინააღმდეგობრივი, გაორებული დღეა. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება. ამ დღეს ყველაზე მეტად ეკლესიაში ლოცვა, განმარტოება ან საყვარელი საქმის კეთება გჭირდებათ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge