ტაჯიკეთის ციხეში ბუნტი მოხდა, 13 პატიმარი მოკლეს

  • pia.ge
  • 8 ნოემბერი 11:15, 2018 წელი

ტაჯიკეთის, ქალაქ ხოჯენდის საპატიმროში ბუნტი მოხდა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბუნტის აღკვეთის დროს სამართალდამცველებმა 13 ადამიანი მოკლეს.


მედიის ინფორმაციით, ბუნტის მიზეზი პატიმრების გაქცევის მცდელობა იყო: მათგან ერთ-ერთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია, რომელმაც ბადრაგი განაიარაღა და ავტომატიდან ცეცხლი გახსნა.


ამის შემდეგ პატიმრებმა გამოსასწორებელი კოლონიის ერთი კორპუსის დაკავება შეძლეს, თუმცა სპეცრაზმმა ბუნტის აღკვეთა შეძლო.


  


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge