რა წერია ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნაში?

  • სარკე
  • 7 ნოემბერი 15:30, 2018 წელი

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი 16 აგვისტოს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი თბილისში დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსის ლიფტში იპოვეს.

ჟურნალის "სარკე" დღევანდელ ნომერში მსაიობის დედასთან ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ მასალიდან ამონარიდს:


- ექსპერტიზის პასუხი უკვე მიიღეთ რა წერია, შეიძლება გვითხრათ?


- მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი ?!ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა არაფრით შეიძლებოდა, ამ დროს სასმელი დაელია. დილითწმალს სვამდა, საღამოს სასმელს, სულ ვეუბნებოდი არ შეიძლება და ნუ სვამ მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო.


- თქვენი მეუღლეც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.


- დიახ, ზუსტად 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. გულის შეტევა დაემართა და სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა...


- ზაზას გარდაცვალებს შემდეგ საცხოვრებელი შეიცვალეთ?


- 40 დღე რომ გავიდა, იმ სახლიდან სადაც ერთად ვცხოვრობდით, გადმოვედი, რადგან ვეღარ გავძელი... ახლა დილით ჩემს სახლში მოსვლა ყველას აკრძალული აქვს. დილა ჩემი და ჩემი შვილის არის. სახლში რომ ფოტოები მაქვს მათთან მისვლა არ შემიძლია, ვკვდები ჟურნალს ვიჭერ სადაც მისი ფოტებია დაბეჭდილი და იქ ვესაუბრები, იქ თითქოს სხვანაირი თვალები აქვს. 

წყარო: სარკე