გენო პეტრიაშვილი ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერას უცხადებს

  • 1tv.ge
  • 24 ოქტომბერი 18:19, 2018 წელი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაშა ტალახაძის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

„მოგესალმებით მეგობრებო,  ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ!
ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია.  არ შეიძლება, მას ვინმემ რამე კადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო!
#ჩემიმხარდაჭერაჩემპიონს
ლაშა, შენისთანა ქართველები გვიმრავლოს,“- წერს მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა.


ლაშა ტალახაძე საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი რეაქცია შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge