რომში მეტროს ესკალატორის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

  • pia.ge
  • 24 ოქტომბერი 10:00, 2018 წელი

რომში, მეტროსადგურ „რეპულიკაში“ ესკალატორი მყწობრიდან გამოვიდა. თვითმხილველების თქმით, უეცრად ესკალატორმა სწრაფი სვლა დაიწყო, რამაც ადამიანების ჭყლეტა გამოიწვია.

 

ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან 15 რუსი ქომაგი, რომლებიც რომში, ადგილობრივ საფეხბურთო გუნდსა და „ცსკა“-ს შორის მატჩს უნდა დასწრებოდნენ.

დაშავებულთა შორის ასევე უკრაინის ოთხი მოქალაქეა.

დაშავებულ რუს ქომაგებს შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

"პირველი" არკვევეს არიან თუ არა დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები. 

 

 

 

 



 

 

 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge