საჭირო ინსტრუმენტების არ ქონის გამო, პაციენტი ოპერაციისას გააღვიძეს

  • რეზონანსი
  • 19 ოქტომბერი 15:43, 2018 წელი

უპრეცედენტო შემთხვევა კორფუს საავადმყოფოში.

პოლიპების ამოსაჭრელად მისული პაციენტი, ექიმებმა 1 საათის შემდეგ გააღვიძეს, რადგან ოპერაციის ჩატარება, საჭირო ინსტრუმენტების არქონის გამო, ვერ ხერხებოდა.


ამ ოპერაციის ჩასატარებლად ქირურგები სხვადასხვა ზომის ლარინგოსკოპებს იყენებენ. მათი ზომა დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის ანატომიურ მახასიათებლებზე.


პაციენტს ჩვეულებრივზე გრძელი კისერი ჰქონდა, საავადმყოფოს კი, შესაბამისი ზომის ლარინგოსკოპი არ აღმოაჩნდა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პაციენტი, ამ დროისათვის, თავს კარგად გრძნობს.

წყარო: რეზონანსი