ამერიკაში ყველაზე მეტად აჭარულ ხაჭაპურს ითხოვენ

  • რეზონანსი
  • 19 ოქტომბერი 10:29, 2018 წელი

ამერიკაში მდებარე ქართული რესტორნის „Bevri”-ის დამფუძნებლის პაველ სიროტინის თქმით, კალიფორნიაში მოქმედ ქართულ რესტორანში შეკვეთები ყველაზე ხშირად, აჭარულ ხაჭაპურზე მოდის. 

მას კი სულ მცირედით, ხინკალი ჩამორჩება.


რიგით მესამე ყველაზე მოთხოვნადი ქართული პროდუქტი კი - ღვინოა.


„როდესაც რესტორანი გავხსენით, ქართულ ღვინოსთან ერთად, სტუმრებს კალიფორნიულსაც ვთავაზობდით, რადგან უპირატესობას სწორედ მას ანიჭებდნენ. შემდეგ დავიწყეთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ანუ ვეუბნებოდით, რომ თუ გინდათ განსხვავებულის დაგემოვნება და იმ ქვეყნის უკეთ გაცნობა, რომლის ნაციონალურ კერძებსაც გთავაზობთ, მაშინ ამავე ქვეყნის ღვინოც უნდა გაესინჯათ. უმეტესობა გვიჯერებდა და შედეგად, პროდუქტი მოთხოვნადი გახდა. 


ეს ეხება არა მხოლოდ ღვინოს. ჩვენ მსგავსი მარკეტინგული კამპანია განვახორციელეთ ტარხუნის ლიმონათზე, "ბორჯომზე" და სხვა ქართულ მინერალურ სასმელებზე", - ამბობს სიროტინი "საქმიან დილაში".


დღევანდელი მონაცემებით, რესტორანში მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს კალიფორნიული პროდუქტი, რადგან მენიუს უდიდესი წილი ქართულ კერძებსა და სხვადასხვა ბრენდის ღვინოებს ეთმობა.

წყარო: რეზონანსი