დედა შვილის დაღუპვით კმაყოფილი დარჩა

  • რეზონანსი
  • 18 ოქტომბერი 10:23, 2018 წელი

რამდენიმე დღის წინ 34 წლის ბრიტანელი სამთო ველოსიპედისტი საფრანგეთის ალპებში მონადირეს ემსხვერპლა.

ბრმა ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ტყის მასივის გავლით მიდიოდა. დაღუპულის, მარკ სატონის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამის გამო არ წუხს და იმედოვნებს, რომ მისი შვილი „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება“. 


„ჩემი ერთადერთი იმედგაცრუება ისაა, რომ ასე სწრაფად მოკვდი. თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ეს ყალბი გვერდია, გეტყვით, რომ მე სწორედ ის ქალი ვარ, ვინც ის გააჩინა. ის მონსტრი იყო“, - დაწერა დაღუპული ბიჭის დედამ.


ბიჭის დედამ განმარტა, რომ მისი შვილი წლების განმავლობაში გოგოებზე ძალადობდა და აუპატიურებდა.

წყარო: რეზონანსი