გულად ბუკიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

  • რეზონანსი
  • 17 ოქტომბერი 16:45, 2018 წელი

მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გულად (დიტო) ბუკიამ ფინალში რუსი მეტოქე არსენ ხაბალოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გულად (დიტო) ბუკიას მწვრთნელი კობა თუთბერიძეა. მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა დაიკავა, მესამეზე კი ასევე ქართველი, გულად ფალიანი გავიდა.

წყარო: რეზონანსი