ვარდისფერჩოხოსანი: ბოლო მონაცემებით ჰეტეროსექსუალი ვარ და მიჯნურიც მყავს (ფოტოები)

  • სარკე
  • 17 ოქტომბერი 13:11, 2018 წელი

საქართველო წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი იყო. 

ეს ღონისძიება უკვე 70 წელია ტარდება და მხოლოდ ლიტერატურული მოვლენა არ არის. 


საქართველოს პავილიონში უამრავი ადამინი მივიდა.  საზოგადოების ყურადღება კი ვარდისფერ ჩოხასა და ბოტასებში გამოწყობილმა ახალგაზრდა, სიმპათიურმა მამაკაცმა მიიქცია. 


მის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რაც გაირკვა, რომ ქართველი ქართველი იყო, მას ერის შემარცხვენელი, ტრანსგენდერი, თავზე ლაფის დამსხმელი და ა.შ. უწოდეს. 


დაიწყო იმის გარკვევაც, თუ რა ესაქმებოდა მას ფრანკფურტში. 


ვარდისფერჩოხიანი 27 წლის გიორგი ავალიანია-კრეატიული სააგენტო "ლივინგსტონის" კრეატიული  დირექტორი გიორგი ავალიანი. 


ის ფრანკფურტში იმიტომ აღმოჩნდა, რომ  რომ იქ ანბანის დახმარებით საქართველოსლიტერატურის, ისტორიის, სამზარეულოსა  თუ კულტურის კულტურის ვიზუალზეც იმუშავა. 


ავალიანი წლებია რეკლამის სფეროში მუშაობს. მისი სახელიღ საქართველოს უამრავი ჯილდო აქვს აღებული სარეკლამო ინდუსტრიაში. 


გთავაზობთ გიორგი ავალიანის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ "სარკედან" 


ვარდისფერი ჩოხა ერთი მაქვს და ქიმწმენდას ხშირად ვაწუხებ. ჩემი გარდერობი უნდა გავამრავალფეროვნო. ფირუზისფერიც სახარბიელოა და მინდა, ეგ ვერსიაც მქონდეს. ჩოხა როცა გაცვია, გინდა, ხერხემალში გასწორებულმა იარო და მე-19 საუკუნის ქართულით ისაუბრო. ასე რომ ვისაც ჩოხა აცვია, შანსი აქვს უკეთესი ადამიანი გახდეს. 


როგორია თქვენი სექსუალური იდენტობა? 


-ამ ყველაფრის უკან ერის გადაგვარების მიზანმიმართული ქმედება არ დგას. რაც შეეხება იდენტობას, მეც დაბნეული ადამიანი ვარ, მაგრამ ტრანსგენდერი ძალიან ხმამაღალი განაცხადია. ბოლო მონაცემებითჰეტეროსექსუალი ვარ, ჩემი კომპასი მყარად ტრიალებს ამ მიმართულებით. 


გყავთ შეყვარებული ? 


-მიჯნური მყავს, მაგრამ რუსთაველის რჩევას დავყვები და არ გაგიმხელთ მის ვინაობას, ნაპარევი ცხენივით მოვაფარებ საზოგადოების თვალს. 



 


 


წყარო: სარკე