"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"

  • რეზონანსი
  • 17 ოქტომბერი 10:41, 2018 წელი

ფეისბუკმომხმარებელი ნათია შავაძე თურქეთში გადასვლისას თურქ მესაზღვრესთან მომხდარ ინციდენტზე წერს.

ნათია შავაძის თქმით, მებაჟემ პასპორტის შემოწმების შემდეგ ის სახეში ესროლა, შესაბამისი რეაქციის შემდეგ კი პასპორტი უკან გამოართვა და მასში ბეჭედი რამდენჯერმე ჩაარტყა, რითაც ნათია შავაძეს ქვეყანაში შესვლის უფლება გაუუქმა:


"ეს არის თურქი მესაზღვრის ნეროზის გამოვლინება ჩემს პასპორტში! ტიპმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ ბეჭედდასმული პასპორტი ფანჯრიდან მესროლა და მე შესაბამისი რეაქცია მქონდა სახეზე. მერე ხუთი მესაზღვრე ცდილობდა წაერთმია პასპორტი,თან მაჯებზე შემაფრინდა ერთი. კითხვაზე, (ინგლისურად) რა დარღვევის მთხოვდნენ პასპორტს უკან, პასუხად ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ მუქარებს მშობლიურ ენაზე. ბოლოს მივაწოდე პასპორტი და ნევროზულად ააჭრელა დოკუმენტი. გასაგებია, რომ წითელი ხალიჩის დაგების ვალდებულება არ აქვთ მესაზღვრეებს , მაგრამ რა უფლება აქვს სახეში მესროლოს პასპორტი და მერე ხელები მიგრიხოს? შემიძლია რაიმე გავაკეთო ამ ნაგვის წინააღმდეგ?"- წერს ნათია შავაძე ფეისბუკზე.


მომხდარ ინციდენტს თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში გამოეხმაურა, მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს, განაცხადი გადაეცემა თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებს და საკითხის მთელი სერიოზულობით განხილვა და შესწავლა მოხდება

წყარო: რეზონანსი