იტალიაში, ფიუმიჩინოს აეროპორტში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს

  • რეზონანსი
  • 16 ოქტომბერი 11:45, 2018 წელი

საქართვლოს 13 მოქალაქე იტალიაში არ შეუშვეს და ისინი უკვე მეორე დღეა ფიუმიჩინოს აეროპორტში არიან დაკავებულნი.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ და მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.


საქართველოს მოქალაქეები დახმარებას საკონსულოსგან ითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო რეკვიზიტები, შესაბამისად ისინი განათავსეს სადეპორტაციო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.


 

წყარო: რეზონანსი