15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 14 ოქტომბერი 21:04, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კარგი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უხერხულ და ორაზროვან სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამ დღეს იწყება კარგი პერიოდი ახალი საქმეებისა და გეგმების განხორციელებისთვის. გამორიცხული არაა, რომ მიზნის მიღწევაში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარონ.



კურო
დროა, მთელი ძალა და ენერგია მუშაობაში ჩადოთ, რომ ოჯახური ბიუჯეტი შეავსოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემებს, მალე ყველაფერი მოგვარდება. ნუ შეეჭიდებით ტვირთს, რომლის აწევაც არ შეგიძლიათ. გამორიცხული არაა, რომ ფინანსურ ან ეკონომიკურ საკითხებზე გამართულმა შეხვედრამ ნერვულ სტრესამდე მიგიყვანოთ.



ტყუპები
ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ზედა სასუნთქი გზების პრობლემები. ყველაფერთან ერთად, არც ნერვული სტრესია გამორიცხული. საყვარელ ადამიანთან უბრალო კინკლაობა შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტამდე მივიდეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაცია არ გაამწვავოთ.



კირჩხიბი
რეალური ცხოვრება თანდათან იჭრება თქვენს შინაგან სამყაროში, რაც პირველ რიგში ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება. შექმნილი პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, უბრალოდ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებთან საუბრისგან თავი შეიკავეთ. გაუფრთხილდით ნერვებსა და ჯანმრთელობას.



ლომი
ამ დღეს ინტუიციას ჯანსაღი აზრი და სწორი მოქმედებები უნდა ახლდეს. თქვენი გადაწყვეტილება დროული და შეუმცდარია, რაც თქვენს ავტორიტეტზე აისახება. კარგი დღეა დასვენებისა და სულიერი განახლებისთვის.



ქალწული
პოზიტიური დღეა, რომელიც ფულად შემოსავლებს გპირდებათ. ეს დღე აუცილებლად წარმატებული იქნება, თუ წინასწარ დაგეგმავთ. საქმიანი შეხვედრები უმჯობესია, დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მეგობრების რჩევა, თუმცა მთლიანად მათ ნუ დაეყრდნობით. ფრთხილად იყავით, რომ შარლატანის მახეში არ გაებათ.



სასწორი
კრიტიკული დღეა. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს. საკუთარმა სისუსტეებმა, ილუზორულმა წარმოდგენებმა და მცდარმა შეხედულებებმა შესაძლოა, მომავალში ძალიან დაგაზარალოთ. გამორიცხული არაა, უხეშობას ან ქურდობის ფაქტს შეეჯახოთ.



მორიელი
შესაფერისი დღეა თვითრეალიზაციისა და ხელოვნებისთვის. ამ დღის მოვლენებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს თქვენს წარმოდგენაზე. ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარს საყვარელ ადამიანთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატარებთ.



მშვილდოსანი
ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. თქვენი მომხიბვლელობა სასწაულებს ახდენს, თუმცა საყვარელ ადამიანთან კამათმა შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაცია არ გაამძაფროთ.



თხის რქა
ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. საშუალება გექნებათ, საკუთარი შინაგანი სამყარო წარმოაჩინოთ. სწორედ დღეს მოხდება ის, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო, გრძელვადიან გეგმებზე.



მერწყული
ცდუნებისა და ვნების აყოლის დღეა. ფრთხილად იყავით - ამ დღეს ემოციების შეკავება ძალიან რთული იქნება, ამიტომ სექსუალური ენერგიის დაოკება ჯობს. დაავადებას, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, რთულად, მაგრამ მაინც გაუმკლავდებით.



თევზები
ხელსაყრელი დღეა ბინის კეთილმოწყობისთვის, მსხვილი შენაძენისთვის, დოკუმენტებისა და ურთიერთობების გაფორმებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი დღეგრძელი და მყარი იქნება. ნუ უსმენთ სხვების რჩევებს - ეს მხოლოდ დაგაზარალებთ. თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შეიძლება ჩიხში შევიდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და ჯანმრთელობას.



 
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge