ახალი დეტალები 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობაზე

  • რეზონანსი
  • 12 ოქტომბერი 10:52, 2018 წელი

თბილისში 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაცით, კონფლიქტის საფუძველი მოკლულის სასაუბრო ენა გახდა. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ საფაროვი, რომელიც უმცირესობების ინტერესებს იცავდა, ამ ნიშნით მოკლეს.


მომხდარზე ორი ახალგაზრდაა დაკავებული, მათგან ერთ-ერთი - დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. საქმეში არასრულწლოვანიც ფიგურირებს.


2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.

წყარო: რეზონანსი