"ამჟამად ვარ თურქეთის პოლიციის შენობაში, ჩაიში წამალი ჩამიყარეს" - ქართველი ჟურნალისტის გზავნილი

  • რეზონანსი
  • 10 ოქტომბერი 11:19, 2018 წელი

ჟურნალისტი თინა თაყაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარებას მოტყუებით ცდილობდა:

"თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა. ამჟამად ვიმყოფები პოლიციის შენობაში. სამართალდამცველები არ აღიქვამენ ამ საკითხს სერიოზულად და დაკითხვაზე უარს ამბობენ", - წერს თაყაძე.

წყარო: რეზონანსი