გრიგორი კარასინი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს

  • pia.ge
  • 8 ოქტომბერი 10:12, 2018 წელი

საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ ჩქარობს და საერთაშორისო არენაზე რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებებს განაგრძობს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „იზვესტია“-სთვის  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„თბილისი კვლავ არ ჩქარობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, აგრძელებს საერთაშორისო არენაზე ჩვენს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს, ასევე სიამოვნებით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატოს სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქმედება 2012 წელს დაწყებული ნორმალიზების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა კარასინმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge