ოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

  • pia.ge
  • 5 ოქტომბერი 11:03, 2018 წელი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში ორი რუსი სამხედრო ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.

 

მედიის ინფორმაციით, სამხედროების „უაზის“ ტიპის სამხედრო მანქანას ევკალიპტის ხე დაეცა.


ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი თავის ქალის მძიმე ტრავმით ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge