განგაში: 15 წლის მოზარდმა ბევრი მარიხუანა მიიღო, გონება დაკარგა და ძლივს მიუსწრეს!

  • რეზონანსი
  • 5 ოქტომბერი 10:34, 2018 წელი

რუსთავში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებმა 15 წლის მოზარდმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. იგი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მოზარდმა დიდი ოდენობით მარიხუანა მიიღო, რის შემდეგაც მან თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა.


პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: რეზონანსი