"4 წელზე მეტია მამაკაცი არ მყოლია… არ მჭირდება სექსი იმისთვის, რომ მამაკაცი იყოს ტრენაჟორი"

  • სარკე
  • 4 ოქტომბერი 19:22, 2018 წელი

ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ახლა უკვე „ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე ლალი მოროშკინა ჟურნალ „სარკესთან” პირად ცხოვრებაზე საუბრობს:

„პირად ცხოვრებას მიწა მივაყარე, ბევრი დრო მაქვს და ამიტომაც გამომივიდა ბიზნესი. ღმერთს ქალისთვის ხელისშემშლელი მეტი არაფერი გაუჩენია. მამაკაცის არყოფნა ჩემს ცხოვრებაში მაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე გავიხარო. დიდი ხანია ძალიან სტაბილურად მარტო ვარ. მომწონს მარტო ყოფნა. უკვე 4 წელიწადზე მეტია, რაც ჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი სრულ სიმარტოვეში. სამაგიეროდ ვახერხებ ბიზნესის განვითარებას. არ მინდა, კიდევ ერთი უფასო დანამატი ავიკიდო და არანაირი სურვილი არ მაქვს, გასართობად მამაკაცი მყავდეს. ჩემთვის კი დღეს ფინანსური კეთილდღეობაა პრიორიტეტი. უკვე შვილიშვილები მყავს და არანაირი უფლება არ მაქვს, ვიღაცასთან ერთად ვისკი დავლიო, გავუღიმო და ლამაზი ღამე მქონდეს. ამისთვის ჩემს ფინანსურ იმპერიას ვერ დავანგრევ! დიახ, ჩათვალოს ვიღაცამ, რომ ჩემშია პრობლემა, ნამდვილად არ გადავაბრალებ სხვას, ყველა ეძებს ნაზ ქალს გასართობად, მე ვარ მკაცრი ქალი- არა გართობისთვის. გადასარევად მაქვს მოგვარებული ჩემი ხასიათი, რადგან ფიზიკურ დატვირთვას მიაქვს ძალიან დიდი ენერგია. ასე რომ, გადასარევად ჩავანაცვლე სხვა ენერგია ამ სახის ენერგიას. მე არ მჭირდება სექსი იმისთვის, რომ მამაკაცი იყოს ტრენაჟორი. თუ სიყვარული მოვა, ისედაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.”- აცხადებს ჟურნალ “სარკესთან” ლალი მოროშკინა.

წყარო: სარკე