შეიარაღებულმა კაცმა მძევლად ბავშვები აიყვანა და პოლიციელი მოკლა

  • რეზონანსი
  • 4 ოქტომბერი 12:25, 2018 წელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივი სროლა თავდამსხმელსა და პოლიციას შორის მსხვერპლით დასრულდა.

ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია 6 სამართალდამცველი, 1 კი დაიღუპა. პოლიციელები


იმ სახლში მივიდნენ, სადაც უცნობმა პირმა მძევლად აიყვანა ბავშვები და რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მოკვლით იმუქრებოდა. შტურმის მცდელობისას მან პოლიციელებს ესროლა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით დამნაშავე თავად ჩაბარდა პოლიციას. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან.

წყარო: რეზონანსი