"არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ ლამაზი ქალი მაინც არის, მასეთი ქალი პარიზში არ იყო"

  • რეზონანსი
  • 3 ოქტომბერი 12:36, 2018 წელი

ცნობილი მსახიობი გივი სიხარულიძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


"ჩემი აზრით, არ შეიძლება ასე რომ ლანძღავენ ამ ქალს. მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ ლამაზი ქალი მაინც არის და ულამაზესი დედა ჰყავდა, მასეთი ლამაზი ქალი პარიზში არ იყო. 


მე უფრო ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა სპეციალურად ჩემოაგდეს ვიღაც-ვიღაცეებმა, რომ მთელი რისხვა მაგაზე გადატყდეს და მერე ამ აურზაურის ფონზე ბაქრაძე გააძვრინონ. 


რა „გაერთიანებული ოპოზიცია“?! სად გვყავს ჩვენ ოპოზიცია?! მარტივ მამრავლებად დაიშლებიან წუთში, თუ ვინმემ ლუკმა გადაუგდო", - ამბობს გივი სიხარულიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

წყარო: რეზონანსი